“არა მიშას” – ბათუმში მერაბ ღოღობერიძემ აქცია გამართა

“არა მიშას” – ამ მოწოდებით ბათუმში, ევროპის მოედანზე, არასამთავრობო ორგანიზაცია “კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა, მერაბ ღოღობერიძემ აქცია გამართა.

ღოღობერიძემ, სიმბოლურად, ცოცხებზე დამაგრებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ფოტოები გამოფინა.

როგორც ღოღობერიძე აცხადებს,  კოჰაბიტაცია უნდა დამთავრდეს და “ქართულმა ოცნებამ” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უნდა დაასრულოს.

“ცოცხი მიხელ სააკაშვილის სიმბოლოა და არ გვინდა ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ეს არის ჩემი გამოხატულება. წინა ხელისუფლება როგორ გვდევნიდა, ყველას ახსოვს. მე ჩემს სათქმელს ვიტყვი “არა მიშას”, – განაცხადა მერაბ ღოღობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები