დაჩი ბერაია: ორპალატიანი საარჩევნო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს
ორპალატიანი საარჩევნო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დაჩი ბერაიამ განაცხადა.
“ჩვენს მიერ მომზადებული ცვლილებები, ორპალატიანი საარჩევნო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს. საზოგადოებაში საკითხზე დისკუსია გავხსენით, მათი პოზიცია უნდა მოვისმინოთ. რეგიონებში შეხვედრები მქონდა და მათი მხრიდან არც ერთი კითხვა არ დასმულა, პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი რატომ არ დავუჭირეთ. რაც შეეხება კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს ორპალატიანი პარლამენტის თაობაზე, ჩვენს მიერ მომზადებულ კანონპროექტში წერია, როცა ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, ამის შემდეგ მოხდება საარჩევნო სისტემის კიდევ ერთხელ გადახედვა“, – განმარტა ბერაიამ.