„კინო სკოლაში“ – ზამთრის სეზონის შემაჯამებელი საღამო გაიმართება

7 დეკემბერს, 200 კინოსკოლელი საქართველოს სხვადასხვა რაიონის სკოლებიდან ჯერ „ილუზიების მუზეუმს“ ესტუმრება, შემდეგ კი, 14:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში დაესწრება უტა ბერიას ფილმის ჩვენებას.
ჩვენების დასრულების შემდეგ, კინოსკოლელები რეჟისორ უტა ბერიასა და ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს შეხვდებიან.
ფილმი „უარყოფითი რიცხვები“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. მისი მსოფლიო პრემიერა საფრანგეთში, არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე ახლახანს შედგა, შემდეგ კი ფილმი რომის დამოუკიდებელი კინოს საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს.
„კინო სკოლაში“ კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. პროექტი უკვე მეხუთე წელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით წარმატებით მიმდინარეობს. პროექტში ხორციელდება საქართველოს ყველა რაიონში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიან სოფლებში. კინოსკოლელები უყურებენ ფილმებს, მართავენ დისკუსიებსა და პროფესიონალების დახმარებით იღებენ მოკლე ფილმებს, ასევე ერთვებიან სხვადასხვა კონკურსებში. პროექტის არსებობის მანძილზე სულ გაიმართა ქართული და უცხოური მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების 15 930 ჩვენება-დისკუსია.
2019 წლიდან  „კინო სკოლაში“ განათლების რეფორმის – „ახალი სკოლის“ მოდელის ფარგლებში მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იმას, რომ პროექტი თბილისის სკოლებსაც მოიცავს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები