პირველად მცხეთაში, ცხინვალის დრამატული თეატრის სპექტაკლი – ,,ჯაყო“ დაიდგმება

6 დეკემბერს, 18:00 საათზე, მცხეთაში, 144-წლიანი ისტორიის მქონე ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ერთმოქმედებიანი სპექტაკლი – ,,ჯაყო“ დაიდგმება.
მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნების“ მიხედვით დადგმული ეს წარმოდგენა მცხეთაში პირველად, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის მოწვევით გაიმართება.
რეჟისორი – გოჩა კაპანაძე (სახელმწიფო და ახმეტელის პრემიების ლაურეატი);
მხატვარი კონსულტანტი – ლომგულ მურუსიძე (მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი);
კოსტიუმების მხატვარი – ქეთევან ციციშვილი;
კომპოზიტორი – სანდრო თედიაშვილი;
მუსიკის კონსულტანტი – დალი დოიჯაშვილი;
რეჟისორის თანაშემწეები: ლელა როსტიაშვილი, რუსუდან გელაძე.
მონაწილეობენ: ლია ბერიაშვილი, რევაზ გიორგობიანი, თამარ გოგიძე, დალი დოიჯაშვილი, თინათინ კობალაძე, ლელა მახნიაშვილი, მამუკა პავლიაშვილი, ვაჟა ციცილოშვილი, რამაზ ხომასურიძე.
სპექტაკლში, ასევე, მონაწილეობენ: ნინო ვადაჭკორია, გოგიტა კოხრეიძე, ანი მელაძე, ნუცა მესტუმრიშვილი, ლევან საბაშვილი, ნინო ჩხიკვიშვილი, ცოტნე ხუბუტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები