ბათუმის პირველ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან დაკავშირებული პრესკონფერენცია გაიმართება
6 დეკემბერს, 13.00 საათზე, ბათუმის დრამატულ თეატრში, ბათუმის პირველ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან დაკავშირებული პრესკონფერენცია გაიმართება.
„გაიგე და დაინახე მეტი“ – 7-20 დეკემბერს, ბათუმი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების თქმით, ეს იქნება აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს საჩუქარი თეატრალურ სამყაროს.
პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ:
• კაკო ძნელაძე – აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე;
• ანდრო ენუქიძე – ბათუმის პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორთა/ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე;
• ლაშა ჩხარტიშვილი – თეატრმცოდნე, ბათუმის პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის კოორდინატორი.
ბათუმში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დაარსების იდეა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ანდრო ენუქიძეს და მის უცხოელ მეგობრებს ეკუთვნის. ინიციატივას მხარი დაუჭირა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომლის პატრონაჟითაც ხორციელდება ბათუმის პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი – BATUMI INTERNATIONAL
ფესტივალის მიზანია:
მსოფლიო სათეატრო რუკაზე ბათუმის, როგორც მდიდარი თეატრალური ტრადიციების ქალაქის გაჩენა. აჭარის, რეგიონის ცნობადობის გაზრდა ევროპასა და მთელ მსოფლიოში;
ქართველი მაყურებლისთვის მსოფლიოს წამყვანი, საუკეთესო თეატრალური კომპანიებისა და მსოფლიო სათეატრო ხელოვნებაში არსებული სიახლეების, მიმდინარე ტენდენციების გაცნობა;
გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო პროექტებისა და კოპროდუქციებისთვის პარტნიორების მოძიებისთვის ხელშეწყობა;
აჭარის რეგიონში თანამედროვე თეატრალური ფორმების პოპულარიზაცია და რეგიონში მოღვაწე შემოქმედებითი საზოგადოების კვალიფიკაციის ამაღლება.
ფესტივალის საერთაშორისო დირექტორთა/ექსპერტთა საბჭო დაკომპლექტებულია მსოფლიოში გავლენიანიანი სათეატრო პროდიუსერებით, თეატრმცოდნეებით, ფესტივალების დირექტორებით, როგორებიც არიან: რომან დოლჟანსკი (ისრაელი), დარიუშ კოსინსკი (პოლონეთი), იაცეკ გლომბი (პოლონეთი), ასტა კაზლაუსკიენე (ლიტვა), ლიუჩიან ბალეანუ (რუმინეთი), ანდრო ენუქიძე (თავმჯდომარე, საქართველო).
ბათუმის პირველ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში ცნობილი, წამყვანი თეატრალური კომპანიები და დასები გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, რომელთა შერჩევა მოხდა საერთაშორისო დირექტორთა/ექსპერტთა საბჭოს მიერ. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება „შოუ-ქეისი“, სადაც მაყურებელს საშუალება ექნება, იხილოს აჭარაში მოქმედი თეატრების წარმოდგენები.
მის: ბათუმი, რუსთაველის №1.