ლარი დოლართან მიმართებაში 0.0054 პუნქტით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0054 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.9573 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 2.9627 ღირდა.
0.0054 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.2746 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2800 ლარი იყო.