კარლოს რეიგადასის მასტერკლასი გაიმართება

4 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, უმასპინძლებს პროექტს – „თანამედროვე კინოს დიდოსტატები“ – კარლოს რეიგადასის მასტერკლასი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სტუდენტებისთვის, კინოპროფესიონალებისა და კინომოყვარულებისთვის მასტერკლასები ჩატარდება  14:00 საათზე, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში (აუდიტორია №1).
მასტერკლასის თემა: პოსტპროდუქციის პერიოდი: მონტაჟი, ფერის კორექცია, ხმის დიზაინი, მუსიკა.
კარლოს რეიგადასი, ნაციონალური და საერთაშორისო პრემიებისა და ფესტივალების არაერთგზის გამარჯვებული მექსიკელი კინორეჟისორია, რომლის ნამუშევრები მკვეთრად გამოკვეთილი სტილითა და ექსტრაორდინალური ხელწერით გამოირჩევა. კარლოს რეიგადასის სადებიუტო ნამუშევარი „Japon“ კანის კინოფესტივალზე ოქროს კამერის მფლობელი გახდა ნომინაციაში საუკეთესო დებიუტი, ხოლო ფილმებისთვის „Silent Light“ და „Post Tenebras lux“ ჟიურის სპეციალური ჯილდო და საუკეთესო რეჟისორის წოდება მიენიჭა.

პროექტის „თანამედროვე კინოს დიდოსტატები“  ზამთრის სესია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული კინოცენტრისა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები