ისრაელში, ბირ ელ კუტის ქართველთა მონასტრის ტოპოგადაღება და ძეგლის ე.წ. სკანირება დაიწყო

ისრაელში, ბირ ელ კუტის ქართველთა მონასტრის არქეოლოგიური სამუშაოებისათვის წარმართვისათვის საჭირო ტოპოგადაღება და ძეგლის ე.წ. სკანირება დაიწყო. ამის შესახებ  სოციალურ ქსელში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე წერს და ფოტოებს აქვეყნებს.
„დღეს რეალურად დაიწყო ისრაელში, ბირ ელ კუტის ქართველთა მონასტრის არქეოლოგიური სამუშაოებისათვის წარმართვისათვის საჭირო ტოპოგადაღება და ძეგლის ე.წ. სკანირება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის, რათა საქართველოს მხარეს მიცემოდა საშუალება, დაგვეწყო ქართველთა უმნიშვნელივანესი ნამონასტრალის კვლევა/კონსერვაცია.
აღნიშნული ძეგლის ტერიტორია ეკუთვნის ფრანცისკანულ კათოლიკურ ეკლესიას, რომელთა თანხმობაც მიღებულია სამუშაობის წარმოებისათვის. პროცესებში აქტიურად ჩართულია საქართველოს საელჩო ისრაელში“, – წერს ნიკა ანთიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები