საქართველოში ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი
4-5 დეკემბერს ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. მაღალ მთაში მოთოვს, შესაძლებელია, ქარბუქიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლოსა და ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 2-4 დეკემბერს +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 5 დეკემბერს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. 4-5 დეკემბერს დასავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს.