გერმანიის პროკურატურაში მიიჩნევენ, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურები და შესაძლოა, ხელისუფლებაც იყო ჩართული
ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამოძიებას გერმანიის ფედერალურ პროკურატურა აწარმოებს.
მათი აზრით, ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურებს ხელიც ურევია, – წერს Reuters.
ჯერ კიდევ აგვისტოში გახდა ცნობილი, რომ საქმის გამოძიება ფედერალურ პროკურატურას იმ შემთხვევაში გადაეცემოდა თუ დადასტურდებოდა, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების კვალი გამოიკვეთებოდა.
კარსლრუეს პროკურატურა უცხო ქვეყნის აგენტების საქმიანობას იძიებს. გარდა ამისა, გამოცემა ARD წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ფედერალური პროკურორების აზრით, მომხდართან კავშირი, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებასაც ჰქონდეს.
ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში23 აგვისტოს მოაბიტის რაიონში მოკლეს. თავდამსხმელი მას ველოსიპედით მიუახლოვდა და მაყუჩიანი პისტოლეტით თავში ესროლა, ამის შემდეგ, კი მიმალვა სცადა.
დაკავებული 49 წლის ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.