გიგი უგულავა: დააბრუნეთ არჩევნები, გვამებით მოვაჭრეები ხართ
“დააბრუნეთ პროპორციული არჩევნები და დავეჭიდოთ ყველანი არჩევნებზე თუ თავი გაქვთ”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი უგულავამ მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მან მმართველ გუნდს გვამებით მოვაჭრე ხელისუფლება უწოდა.
„არჩევნების ქურდია ივანიშვილი და თქვენც მოგპარათ არჩევანი. ყველას მოჰპარა, მთელ საქართველოს. ჩავატაროთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, ხალხმა გადაწყვიტოს, ვის აირჩევს. ასე პოლიციის უკან ამოფარებული სადამდე იქნებით. პოლიცია უკან მიიხედეთ, აქეთ რომ გვიყურებთ ჩვენ, იქიდან არიან მოძალადეები, იქიდან ისვრიან ნივთებს, ან გუშინ რა ქმედება იყო. აჰა, გაიხედეთ, “ქართული ოცნების” ნამდვილი სახე, მოძალადე. დააბრუნეთ პროპორციული არჩევნები და დავეჭიდოთ ყველანი არჩევნებზე თუ თავი გაქვთ. გგონიათ, რომ სულ პოლიციას ამოეფარებით? დაგავიწყდათ, ასლან აბაშიძემ როგორ დაამთავრა? აი, ეგრე იღრინებოდა და შემდეგ კუდამოძუებული გარბოდა. დააბრუნეთ არჩევნები და თუ თავი გაქვთ, გამოდით არჩევნებზე. გვამებით მოვაჭრეები ხართ, მკვდრებს ჰყოფთ თქვენიანებად და სხვისიანებად, მორალი არ გაქვთ, უსინდისოები ხართ”,- განაცხადა გიგი უგულავამ.