ზაზა გაბუნია: მადლობას ვუხდი აზიის განვითარების ბანკს ჩვენი ქალაქების მდგრადი განვითარების პოლიტიკისადმი გამოჩენილი მხარდაჭერისათვის

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია აზიის განვითარების ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლითაც ADB-მ საქართველოს ურბანული გარემოს გაუმჯობესების სამუშაოების დასაწყებად 15 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

გაბუნიას თქმით, “საქართველოს ქალაქების მდგრადი განვითარების ინვესტირება” მნიშვნელოვანია პროგრამაა.

“მომავალი წლის ბოლოდან აზიის განვითარების ბანკი იწყებს მნიშვნელოვან პროგრამას სახელწოდებით – “საქართველოს ქალაქების მდგრადი განვითარების ინვესტირება”, რომლის მიზანია საქართველოს ურბანული გარემოს ინფრასტრუქტურისა და მობილობის გაუმჯობესება და მდგრადი განვითარება. ეს პროგრამა განსაკუთრებულად საგულისხმოა იმ ფონზე, რომ უკვე ფორმირებულია და დამტკიცებას ელის დეცენტრალიზაციის რეფორმის სტრატეგიული დოკუმენტი. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქებისა და რეგიონების ეკონომიკური სტიმულირებისა და განვითარებისთვის, “- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. ADB-ის მიერ საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების საერთო მოცულობა 2.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები