გიორგი გახარია: სახელმწიფო სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაუშვებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაუშვებს.

გახარიას განცხადებით, ძალადობაში ეჭვმიტანილმა ყველა პირმა, ვის მხარესაც არ უნდა იყოს ის, პასუხი უნდა აგოს.

“რა თქმა უნდა, არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. ეს ერთი, მეორე, ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა ფიგურანტი, განურჩევლად რომელ მხარეს იყო, უნდა იყოს დასჯილი, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. მესამე, კონტრაქცია, აქცია, ეს უკვე პოლიტიკური შეფასებებია და ყველა მხარე აძლევს თავისთვის საინტერესო და მომგებიან პოლიტიკურ შეფასებას. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს არის უაღრესად ემოციური ფონი, ემოციური ფონის გამომწვევი მიზეზები ბევრია. პირველ რიგში გამომწვევია ის, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში კი არ მიმდინარეობს, მიმდინარეობს ქუჩაში. სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანები ცდილობენ, ქუჩაში, ამ ემოციურად დაძაბულ პროცესში ჩაითრიონ ახალგაზრდები“, – განმარტა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები