1 დეკემბრიდან 12 500 რკინიგზელის ხელფასი 10%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის სექტემბერში, რკინიგზელთა ახალ პროფკავშირსა და რკინიგზის გენერალურ დირექტორს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ხელფასების 10%-ით ზრდა, რომელიც მანამდე არსებული გეგმის მიხედვით 2020 წლის 1 მარტიდან უნდა განხორციელებულიყო, უკვე ძალაშია და 1 დეკემბრიდან 12 500 რკინიგზელის ხელფასი 10%-ით გაიზარდა.

შესრულდა შეთანხმების მეორე მუხლიც, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის დარჩენილი საპრემიო ბიუჯეტი (4 მილიონი ლარი) უნდა გადანაწილებულიყო ყველა რკინიგზელზე თანაბრად. აღნიშნული თანხა 12 500-ზე მეტ რკინიგზელს უკვე დაურიგდა პრემიის სახით.

შეთანხმების მესამე პუნქტის შესრულება კი 2020 წლიდან დაიწყება. რკინიგზელები პრემიის სახით სამჯერ 200 ლარს მიიღებს. მომდევნო წლიდან აღნიშნული ფულადი საჩუქარი გაიცემა აღდგომას, რკინიგზელის დღეს და ახალ წელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები