გრიგოლ ლილუაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს შორის შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, სადამკვირვებლო მისიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის არსებული ფუნქციური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სუს-ის წარმომადგენლებს “EUMM”-ის ზოგადი საქმიანობისა და მანდატის შესახებ გააცნო ინფორმაცია. სუს-ის მხრიდან განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არსებობის მნიშვნელობას და მათ როლს, ადგილზე უსაფრთხოების ვითარების შენარჩუნების კუთხით. ასევე, ხაზი გაესვა “EUMM”-ის მანდატის სრულფასოვნად შესრულების მნიშვნელობას იმდენად, რამდენადაც მისიას ამჟამად არც ერთ ოკუპირებულ რეგიონზე არ აქვს წვდომა”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები