საფრანგეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა, ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა

მარსელთან ახლოს სამოქალაქო თავდაცვის კუთვნილმა ვერტმფრენმა ავიაკატასტროფა განიცადა.

BFMTV.-ის ინფორმაციით, ვერტმფრენში მყოფი სამივე პირი დაღუპულია.

არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენი საფრანგეთის რივიერაში უამინდობის შედეგად დაზარალებულ რაიონში დახმარების აღმოსაჩენად მიფრინავდა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

კატასტროფას ემსხვერპლა ვერტმფრენის პილოტი, მექანიკოს- ბორტინჟინერი და მაშველი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები