გია ვოლსკი: ვფიქრობ, მიზანია, ეს დესტრუქცია რაღაცნაირად ჩვენ გადმოგვბრალდეს
“ვფიქრობ, არის მიზანი, ეს დესტრუქცია რაღაცნაირად ჩვენ გადმოგვბრალდეს”, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მმართველი პარტიის და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„უცხოელების მხრიდან იყო შეთავაზება, რომ იქნება რაიმე ისეთი მოიტანონ შემდეგი შეხვედრისთვის, რომელიც მათი აზრით, შეესაბამება საკონსტიტუციო მოთხოვნებს. ამ თემაზე, რომ გითხრათ, ყველა შევთანხმდით-თქო, ვერ იქნებოდა ასე. არ აღიარებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი განცდა დარჩა ამ შეხვედრიდან.
სამოქალაქო აქტივისტების განცხადება შუა მოლაპარაკების დროს წავიკითხე, გამომიგზავნეს ტელეფონით – რაც დარბაზში ხდება, მასხარაობა არისო და თუ ჰგონიათ, რომ ეს წაადგებოდა ჩვენ საქმეს, ასე არ არის“, -განაცხადა გია ვოლსკიმ.