ზვიად შალამბერიძემ იმერეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერთან ბონდო სოფრომაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მათ შორის,

დასრულების ეტაპზე მყოფი თერჯოლის ცენტრში  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის ოფისის მშენებლობა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისის შენობა, რომელზეც 233 000 ლარი დაიხარჯება, მოქალაქეთა მომსახურეობის ხარისხს საგრძნობლად გააუმჯობესებს.

ასევე, სოფელ ძევრის კეთილმოწყობა. ამჟამად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, მათ შორის, ფასადებისა და სახურავების შეკეთება. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა შადრევანი და სკვერი, დაიგო ასფალტის გზა, მოეწყო სანიაღვრე არხები, ბორდიურები, შეიცვალა ტროტუარი და წყლის მილები. საერთო ჯამში პროექტის განსახორციელებლად 658 000 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში 170 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალმთიან სოფელში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდა 15 საჯარო სკოლა. ასევე, კეთილმოეწყო 5 ამბულატორია.

სულ მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 6 მლნ 300 ათასი ლარი დაიხარჯა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები