ლარი დოლართან მიმართებაში 0.0049 პუნქტით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0049 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.9695 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 2.9744 ღირდა.
0.0081 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.2676 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2757 ლარი იყო.