“კონსტრუქტ2-მა“ “კნაუფ გიპს თბილისთან“ ურთიერთანამშრომლობის მეორანდუმი გააფორმა
სამშენებლო კოლეჯმა “კონსტრუქტ2-მა“ კომპანია “კნაუფ გიპს თბილისთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმი “კონსტრუქტ2-ის“ მსმენელების პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
მემორანდუმის ფარგლებში “კონსტრუქტ2-ის“ მსმენელები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან, თეორიული გამოცდის შემდეგ კი შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ. კოლეჯის მიერ საწარმოო პრაქტიკაზე გაგზავნილი მსმენელების მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოსაყალიბებლად დაგეგმილია ინფორმაციული და პრაქტიკულ-მეთოდური თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება.
“კონსტრუქტ2-ის“ მსმენელების თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის კოლეჯში ყველანაირი პირობაა შექმნილი, თუმცა მათი ხელობის დასახვეწად, განსხვავებულ გარემოში მუშაობა აუცილებლად მივიჩნიეთ. დარწმუნებული ვარ, “კნაუფ გიპს თბილისთან“ თანამშრომლობის შედეგად ჩვენი მსმენელები საუკეთესო უნარ-ჩვევებს შეიძენენ და პროფესიული ზრდისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამენ“, – ამბობს “კონსტრუქტ2-ის“ დირექტორი, თამარ ზაქარაშვილი.
R