„არემჯიმ“ ბიზნეს-რეიტინგის დაჯილდოებაზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ და „გორბის“ ბიზნეს-რეიტინგის მე-20 საიუბილეო ცერემონიალზე, წლის რჩეული ქართული კომპანიები და ინვესტორები გამოვლინდნენ.

საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა და ეკონომიკის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, „არემჯი“ წლის ექსპორტიორ და საუკეთესო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიად დაასახელა.

„ვფიქრობ, ნებისმიერი ბიზნესის განვითარებისთვის მსგავსი ღონისძიებები სტიმულირების საშუალებაა. 2019 წელი “არემჯი” ჯგუფის მიერ გამოცხადებული იყო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის წლად. მოხარული ვარ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი აქტიურობა დადებითად შეფასდა, როგორც ექსპერტების, ასევე საზოგადოების მხრიდან. წელს, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტებია: საერთაშორისო სტანდარტის მქონე შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა, გარემოსდაცვითი პროგრამის განხორციელება, ქვემო ქართლში სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა. ასევე ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამისა და ბოლნისელი მეღვინეების განვითარების პროგრამის აქტიური მხარდაჭერა. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი კომპანია აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რომ მომავალში არ დათმოს წლის საუკეთესო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის ჯილდო.“ – განაცხადა „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილის, ბიუჯეტში გადახდილი ასეულობით მილიონი ლარისა და 3000-ზე მეტი დასაქმებულის შესახებ ისაუბრა „არემჯის“ ფინანსურმა დირექტორმა ლაშა მეფარიშვილმა. მისი თქმით, „არემჯი“ წლების მანძილზე არის საქართველოს საექსპორტო ლიდერი, სწორედ ამიტომ ამ ჯილდოს მიღება განსაკუთრებით სასიამოვნოა.
XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. გამარჯვებული კომპანია და გრან პრის მფლობელი „ჯორჯიან პროდაქტსი“ გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები