მამუკა მდინარაძე: სხდომა ვერ ჩაგვინიშნია მაგათი შიშით, რომ რამე არ იტლიკინონ მერე

უმრავლესობის სხდომის დანიშვნა და საქმეზე საუბარი შეპარვას და შემოპარვას არ ნიშნავს, სხდომა ვერ ჩაგვინიშნია მაგათი შიშით, რომ რამე არ იტლიკინონ მერე, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს, რომ უმრავლესობა პარლამენტში დილით ადრე “შეიპარა”.
 
მდინარაძის თქმით, ხელისუფლება პროვოკაციებს არ წამოეგება.
 
„უმრავლესობის სხდომის დანიშვნა და საქმეზე საუბარი შეპარვას და შემოპარვას არ ნიშნავს. მაგათ უნდათ, რომ ვიღაცა გადაეყაროთ გზაზე და მათ შორის ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ. ხელისუფლებაში ვართ და ამ პროვოკაციაზე ვერ წამოვეგებით.
 
ქუჩაში გავიაროთ ერთად თუ ძალიან ნებავთ და ვინ სად დაიპარება, მერე მიხვდებიან, რომ დგამენ აქ ფლეშმობებს.
 
ჩვენ მოვუწოდებთ თანაგუნდელებს, გვიწევს ხვეწნა ჩვენს მომხრეებთან, უამრავ ადამიანთან, რომ პროვოკაციებს არ წამოეგონ. უმრავლესობის შეხვედრის ერთ-ერთი თემა ესეც იყო“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები