გიორგი კახიანი “ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილებას კომიტეტების დატოვებაზე ფულად სანქციებს უკავშირებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა საპარლამენტო კომიტეტების დატოვების თაობაზე “ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება შეაფასა. მისი განცხადებით, კომიტეტების დატოვებაზე “ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება იმ ფულად სანქციებს უკავშირდება, რომელიც სხდომების გაცდენის შემთხვევაში პარლამენტის წევრებს ეხებათ.

“ევროპული საქართველოს“ წევრები ერთ კომიტეტში მაინც რჩებიან, რადგან პარლამენტის წევრს ვალდებულება აქვს, ერთი კომიტეტის წევრი იყოს. რას შეიძლება, ასეთი ცვლილებები უკავშირდებოდეს? ეს უკავშირდება იმ სანქციებს, რომელიც კომიტეტების სხდომებზე არდასწრების შემთხვევაში პარლამენტის წევრებს ეხებათ. იქედან გამომდინარე, რომ “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ბოიკოტის რეჟიმში არიან, ბოიკოტის რეჟიმი მხოლოდ პლენარულ სხდომაზე ვრცელდება. თუ პლენარულ სხდომებს არ დაესწრებიან, ამაზე ფინანსური სანქციები არ ვრცელდება, მაგრამ თუ კომიტეტის სხდომებს არ დაესწრებიან, ფინანსური სანქციები გავრცელდება და კომიტეტებს სავარაუდოდ, ამის გამო ტოვებენ. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, მაშინ თანამდებობებსაც დატოვებდნენ, მაგრამ მხოლოდ კომიტეტებს ტოვებენ, რაც იმას მაფიქრებინებს, რომ ეს სანქციებს უკავშირდება, რაც კომიტეტის სხდომებზე არდასწრების შემთხვევაში დაეკისრებათ“, – განმარტა კახიანმა.

“ევროპული საქართველოს” დეპუტატებმა, საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტი დატოვეს. შესაბამისი განცხადებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტს მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები