სოფელ ხრეითში მცხოვრებ სამაკაშვილების ოჯახს საჩუქრები მიუტანეს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა, მე-10 კადრირებული ბრიგადის ქვეითთა 102-ე კადრირებული ბატალიონის მეთაურმა, ჯაბა მუხურაძემ და  ამავე ბატალიონის წარმომადგენლებმა, სოციალური აქცია მოაწყვეს და ჭიათურის მერის პირველ მოადგილესთან, გიორგი ბიწაძესთან და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან ხათუნა ცერცვაძესან ერთად,სოფელ ხრეითში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ სამაკაშვილების ოჯახს სურსათ- სანოვაგე და სხვადასხვა სახის საჩუქრები მიუტანეს.

მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სამაკაშვილების ოჯახის წევრებს გაესაუბრა და მათ მუნიციპალური შემწეობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გიორგი ბიწაძე სოციალურ დაუცველ ოჯახს დახმარებას დაპირდა.

სამაკაშვილების ოჯახში 5 წევრი, მათ შორის 3 არასრულწლოვანი ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები