ენგურის ხიდზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა და მსურველებს ხიდზე გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ. ფაქტი “რეგიონულ კვირას” ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მამაკაცმა ადგილზე დაუდასტურა.
“ყველასთვის გახსნილია საზღვარი არანაირი თანხა არაა გადასახდელი” – ამბობს ის.
სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის – რეზო ქობალიას თქმით,
მანამდე ადმინისტრაციულ საზღვარზე აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით მხოლოდ ქალებს, ბავშვებს და პენსიონერებს ატარებდნენ. ახალგაზრდა მამაკაცებს კი ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ.
ენგურის ხიდზე გადაადგილება, 22 ნოემბერს შეიზღუდა.