გიგი უგულავა: დავაკვირდებით “ქართული ოცნების” დეპუტატები, რომელი უკანა ხვრელიდან შეიპარებიან

აქციას, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს, ძმები ზუბალაშვილების ქუჩის მხრიდან “ევროპული საქართველოს”გენერალური მდივანი გიგი უგულავა შეუერთდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მათ აქვთ ძალიან მშვიდი გეგმა, დააკვირდებიან რომელი შესასვლელიდან მოხვდებიან დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს შენობაში.

“აუცილებლად აღმოვაჩენთ სად არიან. გეგმა არის ძალიან მშვიდი. პოლიცია ჩვენს საქმეს აკეთებს და ჩვენ დავაკვირდებით “ქართული ოცნების” დეპუტატები, რომელი უკანა ხვრელიდან შეიპარებიან. დილიდან ივანიშვილის პიროებებში ახალი ტერმინი და კონცეფცია ჩამოყალიბდა, “როგორ შევაძვრინოთ ქართული დეპუტატები, რომელიმე ხვრელში”, – ეს არის ზუსტად პოლიტპროქტოლოგია.
დილიდან, ივანიშვილის პირობებში ახალი მეცნიერება დაიბადა”, – განაცხადა უგულავამ.

აქციის მონაწილეები დილიდან პარლამენტთან იმყოფებიან და საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები