20-21 ივნისის მოვლენების დროს, აქციის დაშლისას დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილი, რომელმაც დღეს სასამართლოში განაცხადა, რომ გარკვეული ჩვენების არმიცემის გამო, რამდენიმე პირი დაემუქრა, წარსულში არაერთგზის ნასამართლევია.
“კვირას” ინფორმაციით, ის 2007 წელს ხულიგნობისთვის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის პასუხისგებაში იყო მიცემული. 2015 წელს კი ქურდობისთვის გაასამართლეს.
რაც შეეხება ზურაბ ბუდაღაშვილის ძმას, გიორგი ბუდაღაშვილს იგი 2019 წლის 24 ივლისს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 260-ე მუხლით (ნარკოტიკული დანაშაულისთვის) დააკავეს, რომელიც 3 აგვისტოს, გირაოს გადახდის შემდეგ განთავისუფლდა.
“კვირამ” ასევე მოიძია ის ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ უწევს ზურაბ ბუდაღაშვილი წინააღმდეგობას 20-21 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ხელკეტითა და სპეცრაზმელის ფარით, თავად სპეცრაზმელებს.
ცნობისათვის, 20-21 ივნისს აქციის დაშლისას დაკავებულმა, ზურაბ ბუდაღაშვილმა დღეს სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მას ციხეში ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, თუმცა ჩვენების არ მიცემის გამო მასთან მისული პირები დაემუქრნენ.