დავით ზალკალიანი: თუ აღდგება ფრენები, ეს იქნება ნაბიჯი სწორი მიმართულებით
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ხალხთაშორის ურთიერთობა, თავისუფალი გადაადგილება ეს ღია ფუნდამენტური უფლებებია, რომლის ხელოვნური შეზღუდვა არის არასწორი და ვფიქრობ, თუ აღდგება ფრენები, ეს იქნება ნაბიჯი სწორი მიმართულებით.
ამის შესახებ ზალკალიანმა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„ამის შესახებ მქონდა საუბარი ნიუ-იორკში არაფორმალური შეხვედრის დროს, რომელიც გენერალური ასამბლეის ფორმატში გაიმართა. მაშინაც ვთქვი და დღესაც ვიმეორებ, უცილებელია ფრენების აღდგენა. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით თუკი ეს დროულად მოხდება. ვფიქრობ, დაგვიანებულიც კია, რადგან იმ შეხვედრაზეც განვაცხადე და ამჯერადაც საჯაროდ მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, ზაფხულის პერიოდში, არც ერთ რუსეთის მოქალაქეს და ზოგადად არც ერთ საერთაშორისო ვიზიტორს არანაირი პრობლემა არ შექმნია და არც შეექმნება. ხალხთაშორის ურთიერთობა, თავისუფალი გადაადგილება ეს ღია ფუნდამენტური უფლებებია, რომლის ხელოვნური შეზღუდვა არის არასწორი და ვფიქრობ, თუ აღდგება ფრენები, ეს იქნება ნაბიჯი სწორი მიმართულებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.