გრიგორი კარასინი ვაჟა გაფრინდაშვილზე: იმედს ვიტოვებთ, რომ საკითხი მალე მოგვარდება

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, რუსეთ-საქართველოს პრაღის მოლაპარკებების მონაწილე გრიგორი კარასინი ამბობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით სხვადასხვა არხებით კონტაქტები აქტიურად ნარჩუნდება.

ამის შესახებ კარასინმა Sputnik- საქართველოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“რაც შეეხება რთულ საკითხებს. საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით, მათ შორის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე სხვადასხვა არხებით კონტაქტები ნარჩუნდება. აღვნიშნავ, რომ ეს საკითხი ჟენევის დისკუსიების ფორმატს განეკუთვნება, რომლის თანათავმჯდომარეები რეგიონს სტუმრობენ. ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას და იმედს ვიტოვებთ, რომ საკითხი მალე მოგვარდება”, – განაცხადა კარასინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები