გუბაზ სანიკიძე: სააკაშვილი აგენტს არა – თავგასიებულს მეძახდა, მის საქართველოში დაბრუნებას ხელს შევუწყობ

მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური თვისებები დღეს საქართველოს სჭირდება, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სანიკიძემ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
„თუ არჩევნებში ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს საქართველოში, მე ამას მივესალმები. მეტიც – ხელსაც შევუწყობ ამას. სააკაშვილი მზადაა, ძალიან ბევრი კომპრომისისთვის.მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური თვისებები დღეს საქართველოს სჭირდება“- განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, კრიტიკას მას არც სააკაშვილი აკლებდა.
ჟურნალისტის რეპლიკაზე “ჩვენ გვახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი გეძახდათ აგენტს, სანიკიძემ აღნიშნა: “აგენტს როდის მეძახდა? – თავგასიებულს მეძახდა”.

შეგახსენებთ, გუბაზ სანიკიძე და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში ერთმანეთს რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ. გუბაზ სანიკიძეს წლების მანძილზე სააკაშვილის მიმართ უკიდურესად კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა. ჯალალ ედ-დინი, მტარვალი, მანიაკი, ქვეყნის დამაქცეველი, ურწმუნო,ბნელი ძალა – ეს არის არასრული ჩამონათავლი იმ შეფასებებისა, რასაც სანიკიძე სააკავშილის მისამართით იყენებდა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები