საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქში პერიოდულად საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებული არაერთი ყალბი გვერდი იქმნება, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და დეზინფორმირებას ისახავს მიზნად.

მათივე ინფორმაციით, მოცემული გვერდებით ხდება მცდარი ინფორმაციის გავრცელება და გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება.

უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტრო და მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობენ მხოლოდ ოფიციალური ფეისბუქ და ტვიტერის გვერდებით და საზოგადოებას სიფრთხილის გამოიჩენისკენ მოუწოდებენ აღნიშული ტიპის გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები