ლარი დოლართან მიმართებაში 0.0041 პუნქტით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0041 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.9712 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 2.9753 ღირდა.
0.0033 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.2737 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2770 ლარი იყო.