შსს – წყლის ჭავლი გამოიყენა არა საპატრულო პოლიციამ, არამედ შსს-ს შესაბამისმა დანაყოფმა

“წყლის ჭავლი გამოიყენა არა საპატრულო პოლიციამ, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა. ვაჟა სირაძე კი თავის დანაყოფზე საუბრობდა” – ამის შესახებ “კვირას” შსს-ში განუცხადეს.

ინფორმაციის დაზუსტება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ აქციის დაშლისას წყლის ჭავლის გამოყენება უარყო.

“საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების გათავისუფლების დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ არ ყოფილა გამოყენებული სპეციალური საშუალებები რის შესახებაც ისაუბრა საპატრულო პოლიციის დირექტორმა, აღნიშნული საშუალებები გამოყენებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მიერ”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები