კახა კალაძე: როდესაც არ არის ხალხის საკმარისი რაოდენობა და გზა გადაკეტილია, ეს კანონდარღვევაა
თბილისი მერის, კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამოხატვა შეზღუდული არ არის, თუმცა, თუ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებს გაცდება, ამას შესაბამისი რეაგირება ყოველთვის მოჰყვება.
მისივე განცხადებით, დღეს გამთენიისას სანამ პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყებოდა, მათ ეცნობათ ამით შესახებ, რომ გარკვეულ დროში თავიანთი ნივთები გაეტანათ.
“ადამიანებს აზრის გამოხატვის უფლებას კანონიერების გზით ვერ შეუზღუდავს ვერვინ, ეს ჩვენ მოვიპოვეთ 2012 წლიდან და ეს პრობლემა აღარ არის. თუ კი კანონის ჩარჩოებს გაცდებიან, ამას მოჰყვება რეაგირება. როდესაც არ არის ხალხის საკმარისი რაოდენობა და გზა გადაკეტილია ეს კანონდარღვევაა. მეორეც, პარლამენტის ბლოკირება არის დანაშაული და ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. სანამ ამ ადამიანების “გაწევა” მოხდებოდა ტერიტორიიდან, მათ მიმართა მერიის წარმომადგენლობამ, ასევე საპატრულო პოლიციამ და მისცეს დრო გადაეტანათ ნივთები, რამდენიმე ქუჩაზე ასეც მოიქცნენ და არ შეუქმნიათ პრობლემა, მაგრამ ერთ კონკრეტულ ქუჩაზე იყო წინააღმდეგობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.