არგენტინაში მღვდლებმა 25 არასრულწლოვანი შშმ პირი გოგონა გააუპატიურეს

არგენტინის სასამართლომ კათოლიკური ეკლესიის ორ მღვდელს 42 და 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნიკოლა კორადის და ორასიო კორბაჩოს ბრალად არასრუწლოვანი 25 შშმ პირი გოგონას გაუპატიურება ედება.

გამოძიების ინფორმაციით, სასულიერო პირებს ეკლესიაში სმენადაქვეითებული ბავშვების თავშესაფარი ჰქონდათ გახსნილი.

სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებად ჩათვალა ის ფაქტი, რომ დანაშაული ჩადენილია იმ პირების მიმართ, რომელთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე მათ უნდა ეზრუნათ, როგორც სასულიერო პირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები