გორში 18 წლის ახალგაზრდა დაჭრეს, თავდამსხმელი დაკავებულია

გორში, გვიან ღამით, ერთ-ერთ რესტორანში 18 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.

როგორც “კვირას” “გორმედის” რეანიმაციულ განყოფილებაში განუცხადეს, დაჭრილს გვიან ღამით ოპერაცია გაუკეთდა, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

რაც შეეხება დანაშაულში ბრალდებულს, როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ის ცხელ კვალზეა დაკავებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები