გია ვოლსკი: ეს პროცესები სასიამოვნო არ არის, მაგრამ პარლამენტმა უნდა გააგრძელოს მუშაობა
პარლამენტში დეპუტატების ნაწილი უკვე მივიდა. როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში უნდა გააგრძელოს.
„არ არის სასიამოვნო ეს პროცესები, მაგრამ უნდა გააგრძელოს მუშაობა პარლამენტმა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტში ცოტა ხნის წინ მივიდნენ უმრავლესობის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, თამაზ ნავერიანი, ნინო წილოსანი, ირაკლი(დაჩი) ბერაია და მერაბ ქვარაია.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა დაგეგმილი, მანამდე კი პარლამენტის ბიუროა ჩანიშნული.
შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დღეს გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები-მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.
პარლამენტთან აქციაზე 28 პირი დააკავეს.