ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციიდან კლინიკებში 4 მოქალაქე გადაიყვანეს, ერთი გაეწერა, დანარჩენის სამის მდგომარეობა სტაბილურია
პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან კლინიკებში ოთხი ადამიანი გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი უკვე გაეწერა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქედან ერთი მოქალაქე „ნიუ ჰოსპიტალსში“ იქნა მოთავსებული, ერთი „ამტელ ჰოსპიტალსში“, ხოლო ორი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერილია. კლინიკებში სამი მოქალაქე რჩება.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, „ამტელ ჰოსპიტალსში“ გადაყვანილ პაციენტთან ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ფიქსირდება. დანარჩენი დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების მიერ მიმდინარეობს ზოგადი დაკვირვება.