საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში მოთავსებულ აქციის მონაწილეს “ალკოჰოლური ინტოქსიკაცია” დაუდგინდა (ვიდეო)
პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე მამაკაცი, რომელიც უგონო მდგომარეობაში რუსთაველის გამზირზე იპოვეს “ამტელ ჰოსპიტალშია” გადაყვანილი.
როგორც “კვირას” ალექსანდრე ბ.-ს მკურნალმა ექიმმა ლაშა მაჭარაშვილმა განუცხადა, მამაკაცის დიაგნოზი “ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა”.
მისივე თქმით, მამაკაცი გამთენიისას 8:30 საათზე შეიყვანეს.
ექიმის თქმით, მას ამჟამად გადასხმები უტარდება და რამდენიმე საათში ის გაეწერება.
“დილის 9-ის ნახევარზე შემოიყვანეს ერთი პაციენტი, ალექსანდრე ბაგაშვილი 23 წლის. დიაგნოზით – ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ტოკსიური ეფექტი გამოწვეული ჭარბი ალკოჰოლის მიღებით. ახლა მდგომარეობა სტაბილურია, უტარდება სათანადო მკურნალობა და რამდენიმე საათში პაციენტი დატოვებს კლინიკას”,-განაცხადა ექიმმა.
ამასთან, თვითმხილველები აცხადებენ, რომ მამაკაცი აქციაზე წყლის ჭავლის გამოყენების დროს დასველდა, თუმცა ტერიტორია არ დაუტოვებია და ადგილზე დარჩა.