თბილისში, იუსტიციის სახლთან “ევროპული საქართველოს” ორი წევრი დააკავეს

თბილისში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიასთან “ევროპული საქართველოს” ორი წევრი ბესო შავაძე და კობა ზაქარეიშვილი დააკავეს.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მათ ბრალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით გათვალისწინებული ქმედება ედებათ, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარუგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

“ევროპული საქართველოს” წევრის ოთარ კახიძის შეფასებით, “ასეთი ტიპის მოქმედებებით ცდილობენ ხელი შეგვიშალონ რასაც ვერ მიაღწევენ, აქცია მაინც გაიმართება”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები