გიორგობის დღესასწაული ავღანეთში, ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღნიშნეს
გიორგობის დღესასწაული ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღნიშნეს.
უწყების ინფორმაციით, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის კაპელანმა, მამა გიორგი წერეთელმა აღავლინა. გიორგობის ღვთისმსახურებას მე-12 ბატალიონის მეთაური და ბატალიონის პირადი შემადგენლობა დაესწრო.
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას მიმდინარე წლის ნოემბრიდან ასრულებს. ბატალიონის უმთავრესი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.