პატრიარქი: სამების ტაძრის მშენებლობაში მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ დღეს მინდა დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველები – ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ანდრიაძე
“მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა სამების ტაძრის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ანდრიაძე”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.
მან სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა.
„წმინდა გიორგის ლოცვით იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. 15 წლის წინ ეკურთხა ეს წმინდა ტაძარი. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა დალოცოს ეს ტაძარი და აღმშენებლებიც.
მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა სამების ტაძრის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ანდრიაძე, რომელიც 90 წლის შესრულდებოდა.
წყალობა ღვთისა არ მოგაშოროთ მამაზეციერმა“, – აღნიშნა პატრიარქმა.