“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მარტვილისთვის გამოყოფილი თანხა ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.
როგორც “კვირას” მარტვილის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ნაჯახაოს ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ გამოიყო 32 000 ლარი. მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე შეირჩა პრიორიტეტულად მიჩნეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კერძოდ: ნაგებერაო – მდ. ნოღელაზე საცალფეხო ხიდის რეაბილიტაცია; ნაგებერაო – წყალსაწრეტი არხის და მილხიდის მოწყობა; ნაგებერაო – საბავშვო ბაღში გასართობი ატრაქციონის მოწყობა; ნაგებერაო – გარე–განათების მოწყობა; ნაჯახაო – წყალსაწრეტი არხის მოწყობა და მილხიდის მოწესრიგება; ნაჯახაო – წყალსაწრეტი არხის მოწყობა; ნაჯახაო – მდ. ნოღელაზე საცალფეხო ხიდის რეაბილიტაცია; ნაჯახაო – გზის მოხრეშვა–დაგრეიდერება; ნაჯახაო – არსებულ ბოძებზე გარე–განათების მოწყობა.
ამ ეტაპზე ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” გათვალისწინებული ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაო დასრულებულია.
