რუსეთში ექსპორტი 16.4%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთში ექსპორტი 16.4%-ით – 58 მლნ. დოლარით 410 მილიონამდე გაიზარდა. ამასთან 0.7%-ით 13.5%-მდე გაიზარდა მისი წილიც. 400 მლნ-ით მეორე ადგილზე აზერბაიჯანია და მისი წილი 13.2%-ს აღწევს. სამეულს 310 მლნ-ით სომხეთი ასრულებს.

49.2%-ით 201 მლნ-მდე გაიზარდა ექსპორტი უკრაინაშიც, ხოლო რუმინეთში 242%-ით 159 მლნ-მდე. სამაგიეროდ ჩინეთში ექსპორტი 17.2%-ით 150 მლნ. დოლარამდე შემცირდა. 140-დან 101 მლნ დოლარამდე, 27.5 %-ით შემცირდა ექსპორტი აშშ-შიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები