ოზურგეთი “ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ გამარჯვებული გახდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ბათუმის და გორის მუნიციპალიტეტებთან ერთად, იაპონიის საელჩოს პროექტ “ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ გამარჯვებული გახდა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების შესაგროვებელი მძიმე ტექნიკა, კონსტრუქციულად შესაბამისი სანაგვე ურნებით, საჩუქრად  გადაეცემა, რაც ქალაქს ნარჩენების სეგრეგაციასა და ნარჩენების მართვის უფრო მდგრად მოდელზე გადასვლაში დაეხმარება.

შეხვედრას იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის, სამოქალაქო საზოგადოების და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტები, იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და გარემოს დაცვას, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების ზრდას და მდგრად განვითარებას ემსახურება.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან იაპონიამ დააფინანსა 176 საგრანტო პროექტი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 17 მილიონ დოლარზე მეტი. საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოებას საქართველოში შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით – გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება. პროგრამის მთავარი პრინციპია სიღარიბის აღმოფხვრა, მდგრადი განვითარება, მოსახლეობის ჩართულობა და თანასწორობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები