კობა გვენეტაძე: რეფინანსირების განაკვეთი გაიზრდება, ვიდრე ინფლაციაზე არსებული ზეწოლა არ განეიტრალდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდეტის კობა გვენეტაძის განცხადებით, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ლარის კურსიდან ინფლაციაზე არსებული ზეწოლა არ განეიტრალდება.
როგორც გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა, მოკლევადიან პერიოდში მთლიანი წლიური ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება, შემდგომ მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით ჩამოცდება და, 2020 წლის მე-4 კვარტალში, მას ქვემოდან დაუახლოვდება.
„საშუალოვადიან პერიოდში, გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით განეიტრალდება და, ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივი გაუმჯობესების კვალდაკვალ, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოებას უზრუნველყოფს. ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის შესამცირებლად, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო და სექტემბერსა და ოქტომბერში საპროცენტო განაკვეთები ეტაპობრივად 8.5%-მდე გაიზარდა. დღევანდელ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გაგრძელდება მანამ, სანამ პროგნოზი დაგვანახებს, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა განეიტრალდა“, – განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები