ეუთოს გენერალური მდივანი ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

​ეუთოს გენერალური მდივანი, ტომას გრემინგერი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და ამის შესახებ სოციალურ ქსელ “twitter-ში” წერს.

“ვიმედოვნებ, რომ დაკავებული ქართველი ექიმი მალე დაუბრუნდება თავის საყვარელ ადამიანებს. დაკავების თითოეული საქმისადმი ჰუმანიტარული მიდგომა უკიდურესად მნიშვნელოვანია”, – წერს ტომას გრემინგერი.

ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული და მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები