კობა ნარჩემაშვილი: თანამოაზრეებთან ერთად, ყველანაირად შევეცდები იმას, რომ არ დავუშვათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

თანამოაზრეებთან ერთად, ყველანაირად შევეცდები იმას, რომ არ დავუშვათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.

ნარჩემაშვილის თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალის – „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესშია.

„ვფიქრობ ძალიან არაორდინარულ და საკმაოდ რთულ ვითარებაში ვართ, მაგრამ გარკვეულწილად ამ პროცესების პროგნოზირება შეიძლებოდა. დღეს ჩემთვის და ალბათ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ნათელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“, სამწუხაროდ, აირჩია ცუდი გზა, არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, მისი სრულიად შეგნებული, გააზრებული გადაწყვეტიელბა იყო ის, რომ მას მთავარ ოპოზიციურ ძალად შეენარჩუნებინა „ნაციონალური მოძრაობა“, ძალა რომელიც თავისი შინაარსით უკიდურესად დესტრუქციული იყო. ეს იყო „ქართული ოცნების“ გააზრებული გადაწყვეტილება, რომ ე.წ. შუა გაკრეფილიყო. ამან შედეგად მოიტანა ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა მიმართულებით დარტყმები აწარმოა წელს ქვევით, თუ შეიძლება ასე ითქვას. შეუძლებელი იყო, მასზე პასუხი არ ყოფილიყო იგივენაირი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თავის ქმდებებში „ქართული ოცნება“ მას დამსგავსებოდა. დღეს სახეზე სწორედ ეს სურათი გვაქვს. იმიტომ, რომ პროპორციული არჩევნების შემთხვვეაში გამოჩნდებოდა არერთი პოლიტიკური ძალა და პერსონა, რომელსაც გაუჩნდებოდა პარლამენტში მოხვედრის შანსი. აქედან გამომდინარე, ასევე სოციოლოგიური კვლევებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ახალი პოლიტიკური მოთამაშეების ყოფნა პარლამენტში მიუღებელი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და პრინციპში, შემიძლია ღიად ვთქვა, რომ ეს ასევე მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“. დღეს საქართველოში თუ ვინმეს აწყობს ვადამდელი არჩევნები, ეს არის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. დანარჩენებს ეს არ აწყობთ. იმ პოლიტიკური ძალების, პერსონების მოქმედებები, რომლებიც შეუერთდნენ ამ აქციებს, რომელსაც პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი განაყოფები ხელმძღვანელობენ, ჩემთვის, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. იმიტომ, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის და ამომრჩევლის მოთხოვნა არ არის გაეყაროს ვაის და ვუის შეეყაროს. მათი მოთხოვნაა, კარგი არჩევანი. დღეს, არჩევანი მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს. ამ თვალსაზრისით ძალიან რთული პროცესია.
ჩვენთვის უკიდურესად დამაზიანებელია პროცესის რაიმე დესტრუქციული ფორმით განვითარება. პირდაპირ გეტყვით: მე და რამდენიმე ადამიანმა, თანამოაზრეები არიან პარლამენტში, თუ შევატყვეთ, რომ საბაბად მოუნდათ ბიუჯეტის ჩაგდება, აქედან გამომდინარე მთავრობის გადაყენებას და ვადამდელ არჩევნებს, მიუხედავად იმისა, რომ ბიუეჯტი არ მომწონს, მაინც მხარს დავუჭერ. ყველანაირად შევეცდები იმას, რომ არ დავუშავთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვადამდელი არჩევნები ამ ორი პოლიტიკური ძალის ინტერესშია, ის არ არის ქართველი ხალხის ინტერესეში. აუცილებელია ამ ერთი წლის განმავლობაში გაჩნდეს ახალია არჩევანის საშუალება“, – განაცხადა ნარჩემაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას საპროტესტო აქციების განახლება მოჰყვა. ოპოზიციამ და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნა წაუყენეს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები