“ვისთანაც ფრაქციის შექმნაზე მოლაპარაკებები გვაქვს, ის ადამიანები არიან, რომლებმაც უმრავლესობა კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე დატოვეს”

ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით, ერთადერთი, ვისთანაც მოლაპარაკებები გვაქვს, არიან ის ადამიანები, რომლებმაც კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს, – ამის შესახებ უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა, ყოფილმა პირველმა ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ფრაქცია, რომელიც შეიქმნება, იქნება საკმაოდ კარგი რესურსი იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები იყოს.

“ჯერჯერობით, კოლეგებთან კონსულტაციები და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვფიქრობ, პარლამენტის წევრები საკმარისი რაოდენობით მოვგროვდებით, რომლებსაც სურვილი ექნებათ ფრაქციის შექმნის. ჯერჯერობით გვარებს და დეტალებს სრულად ვერ გეტყვით, რადგან რამდენიმე დღე კიდევ გვჭირდება. ერთადერთი, ვისთანაც მოლაპარაკებები გვაქვს, არიან ის ადამიანები, რომლებმაც კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე მიიღეს უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება. ყველა ადამიანი, ვისთანაც საუბარი გვაქვს, არის ძალიან პრინციპული და პროფესიონალი. ვფიქრობ, რომ ფრაქცია, რომელიც შეიქმნება, იქნება საკამოდ კარგი რესურსი იმისთვის, რომ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები გვქონდეს საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე მის შემცვლელს, თამარ ჩუგოშვილის თქმით, “ქართული ოცნება“ რას ფიქრობს და რა გეგმები აქვს, არ იცის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები