გიორგი კახიანი: კომიტეტის თავმჯდომარის და ვიცე-სპიკერის თანამდებობის დასაკავებლად კონსულტაციები დაწყებულია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, კომიტეტის თავმჯდომარის და ვიცე სპიკერის თანამდებობის დასაკავებლად კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.
 
“კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიკავებს კომიტეტის თავმჯდომარის თუ ვიცე-სპიკერის თანამდებობას. ამის შესახებ მალე გახდება საზოგადოება ინფორმირებული, გამომდინარე იქიდან, რომ რეგლამენტით ჩვენ გარკვეულ ვადებში ვართ შეზღუდული, ეს არის ერთკვირიანი ვადა როდესაც უკვე უნდა გაცხადდეს უმრავლესობის ან ფრაქციების მიერ ვინ იქნება დასახელებული მათ მიერ კანდიდატები ამ თანამდებობებზე, და ეს გაცხადდება მხოლოდ მასე შემდეგ, როდესაც გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა კახიანმა.
 
შეგახსენებთ, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები პროტესტის ნიშნად უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. ამის შედეგად 3 საპარლამენტო კომიტეტი თავმჯდომარის, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე 2 მოადგილის გარეშე დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები